Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ახალი ამბები

...

ევროკავშირთან დაძმობილების პროექტის სამი თვის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა

08.11.2019

სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში- „სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ სამი თვის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმოიხილეს ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მათ შორის, სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგები ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში, სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ და სამომავლო გეგმები. ✅ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე, პროექტის ქართული მხარის ლიდერი რატი ობოლაძე, პროექტის მუდმივი მრჩეველი ევროკავშირის მხრიდან - ენდი ბუკავსი და მისი კოლეგა ქართული მხრიდან, სააგენტოს იურისტი ნუკა მემარნიშვილი, ლიეტუვას მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნერინგა ულბაიტე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები სირია პოდერი, ლალი ჩხეტია, ადა ნადარაია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნინო გრძელიშვილი და ევროკავშირის პროექტისა და სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.

ვრცლად

...

სააგენტომ გუდაურის სამი საბაგირო გზა ექსპლუატაციაში მიიღო

08.11.2019

კურორტ გუდაურში მდებარე საბაგირო კომპლექსი - „პირველი“, „სოლიკო“ და „კუდები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ექსპლუატაციაში მიიღო. კომპლექსი მთა ვარცლაზე „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ არის აშენებული. საბაგირო გზა მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის - „დოპელმაიერის“ მიერ არის წარმოებული, თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა. საბაგირო გზის სტანდარტებთან შესაბამისობა საერთაშორისო კომპანიამ - TUV-მა შეამოწმა და დაადასტურა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გუდაურის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს: თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო გუდაურში მიმდინარე მშენებლობის ნებართვებს გასცემს; ამასთან, მშენებლობის მწარმოებელ პირებს კონსულტაციებს უწევს, რათა მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესი სწრაფად და კომფორტულად განხორციელდეს.

ვრცლად

...

სააგენტოს თანამშრომლები მანქანა-დანადგარების შესახებ ევროდირექტივას გაეცნენ

11.10.2019

სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ ტრენინგს, რომელზეც დეტალურად გაეცნენ "მანქანა-დანადგარების შესახებ" ევროდირექტივის მოთხოვნებს. აღნიშნული დირექტივის მიხედვით, 2019 წლის ბოლომდე სააგენტომ უნდა შეიმუშავოს ტექნიკური რეგლამენტი მანქანა-დანადგარების შესახებ. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით. ტრენინგი ევროკავშირის ექსპერტმა მარკ გარდინერმა ჩაატარა. შეხვედრა გაიმართა სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში - „სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“.

ვრცლად

...

სააგენტო თხევად გაზგასამართ სადგურებზე ზედამხედველობას აგრძელებს

11.10.2019

სექტემბრის თვეში სააგენტომ 9 თხევადი გაზგასამართი სადგურის ტექნიკური უსაფრთხოება შეამოწმა. გამოვლენილი დარღვევების გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, 6 ობიექტს ფინანსური სანქცია დაეკისრა და გონივრული ვადა მიეცა ტექნიკური უსაფრთხოების აღსადგენად. თხევადი გაზგასამართი სადგურები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და გარდაბნის რაიონებში შემოწმდა.

ვრცლად

...

საინფორმაციო კამპანია კარიერებზე უსაფრთხოების დასაცავად

16.08.2019

მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ეწევა და კარიერების მფლობელებს აცნობს კარიერების ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ეფექტური კამპანიის შედეგად, წლის დასაწყისიდან დღემდე რეგისტრაცია ასზე მეტმა კარიერმა გაიარა, ათეულობით მათგანმა კი ტექნიკური სერთიფიკატი მოიპოვა. ამჟამად, საინფორმაციო კამპანია თეთრიწყაროს რაიონში მიმდინარეობს. საქართველოში წიაღისეულის მომპოვებელი ასეულობით კარიერი მოქმედებს. კარიერი, რომელიც ორი ან მეტი საფეხურით მუშავდება, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს წარმოადგენს. მისი მფლობელი ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, კარიერი დაარეგისტრიროს სააგენტოს უწყებრივ რეესტრში და ჩაატაროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად მიღებული ტექნიკური სერთიფიკატი ნიშნავს, რომ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დაცულია და კარიერზე დასაქმებული ადამიანები უსაფრთხო გარემოში მუშაობენ.

ვრცლად

...

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძ

29.07.2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივა - ახალი თარიღი 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. სააგენტომ გადაწყვეტილება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის 16 ივლისის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო - კერძოდ, კონსორციუმის ხელმძღვანელი ითხოვდა სააგენტოს მიერ გაცემულ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვან ნავსადგურზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გაითვალისწინა კონსორციუმის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, ასევე ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობა და საჭიროება და სამშენებლო სამუშაოების ნებართვის ვადის გახანგრძლივებით კიდევ ერთხელ გადადგა პორტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის საჭირო ნაბიჯი.

ვრცლად

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge