ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს მაღალკვალიფიციურ სერვისებს. სერვისის მისაღებად დაგვირეკეთ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე facebook.com/tacsa.gov.ge/
დაწვრილებით, იხილეთ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი – საქართველოს მთავრობის დადგენილება №177სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები და საფასურები (დღგ-ს ჩათვლით):1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის შესაბამისობის შეფასების ამსახველ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ცნობის გაცემა:
- 3 სამუშაო დღე – 20 ლარი;
- 2 სამუშაო დღე – 40 ლარი;
- 1 სამუშაო დღე – 80 ლარი.
2. ობიექტის რეგისტრაციის უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის გაცემა: 1 სამუშაო დღე – 20 ლარი.
3. სპეციალისტის კონსულტაცია: 50 ლარი.
4. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა:
- 20 სამუშაო დღე – უფასო;
- 10 სამუშაო დღე – 200 ლარი;
- 5 სამუშაო დღე – 300 ლარი;
- 3 სამუშაო დღე – 450 ლარი;
- 2 სამუშაო დღე – 600 ლარი.
5. პირის/პირების მიერ ინსპექტირების ორგანოდ ფუნქციონირებისათვის აკრედიტაციის მიღებისათვის გამიზნული სწავლება: 1 საათი – 50 ლარი ერთ მსმენელზე.
6. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებული სწავლება: 1 საათი – 50 ლარი ერთ მსმენელზე.
7. მშენებლობის ნებართვის გაცემა III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა:
1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − ობიექტის ღირებულების 0,1 %;
1 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 1 000 ლარი;
5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 2 000 ლარი;
10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი − 2 500 ლარი;
1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − ობიექტის ღირებულების 0,2%;
1 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 2 000 ლარი;
5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 4 000 ლარი;
10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი − 5 000 ლარი.
8. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება:
- ერთი თვე – უფასო;
- 15 სამუშაო დღე – 500 ლარი;
- 10 სამუშაო დღე – 1000 ლარი;
- 5 სამუშაო დღე – 2000 ლარი.
9. სამშენებლო დოკუმენტის (საპროექტო დოკუმენტები) ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას:
- 20 სამუშაო დღე – უფასო;
- 10 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,3%;
- 5 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,6 %.
10. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება:
- 30 სამუშაო დღე – უფასო;
- 15 სამუშაო დღე – 300 ლარი;
- 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
- 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.
11. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის თაობაზე შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) გაცემა:
- 10 სამუშაო დღე – უფასო;
- 5 სამუშაო დღე – ობიექტის ღირებულების 0,1 %;
- 2 სამუშაო დღე – ობიექტის ღირებულების 0,2 %.
12. საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებ(ებ)ის შეტანასთან დაკავშირებით მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა:
- 20 სამუშაო დღე – უფასო;
- 10 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,3%;
- 5 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,6%.
13. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ვადის გაგრძელება:
- 30 სამუშაო დღე – უფასო;
- 20 სამუშაო დღე – 300 ლარი;
- 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
- 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.
14. სამშენებლო დოკუმენტში (საპროექტო დოკუმენტაცია) დასაშვები ცვლილებების დადასტურება/შეთანხმება, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას:
- 30 სამუშაო დღე – უფასო;
- 20 სამუშაო დღე – 300 ლარი;
- 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
- 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.
შენიშვნა:
1. მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მომსახურების გაწევისას სწავლების ხანგრძლივობა და პროგრამა დგინდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.